The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვლადიმერ ქერქაძე

ვლადიმერ ქერქაძე
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1989  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ვლადიმერ ქერქაძე დაიბადა 1915 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში.

   1941 წელს გაიწვიეს ჯარში და მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში მის დამთავრებამდე.

   მუშაობა დაიწყო 1946 წელს და 1950 წლამდე მუშაობდა საქართველოს ტექნიკური კულტურის სამინისტროში აგრონომად. 1951 წლამდე მუშაობს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილებაში ინსტრუქტორად, შემდეგ ჩოხატაურის რაისაბჭოში აღმასკომის თავმჯდომარედ. 1954 წლამდე იგი საქართველოს კომპარტიის ქუთაისის რაიკომის პირველი მდივანია.

   1989 წლამდე, ბატონი ვლადიმერი, დასაქმებულია შემდეგ თანამდებობებზე: საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და სოფლის მეურნეობის მინისტრად; ახალციხისა და კასპის რაიონული კომიტეტების პირველ მდივნად; საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილედ; მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მთავარი სამმართველოს უფროსად; ეთერზეთების ტრესტის მმართველად; თბილისის სპირტისა და ლიქიორ–არყის საწარმოო გაერთიანების გენერალურ დირექტორად.

   მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსხურებული აგრონომის საპატიო წიდება. იყო ომისა და შრომის ვეტერანი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები, ორდენები შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის და მედლები. მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომირტეტის წევრი, უმაღლესი საბჭოს რამოდენიმე მოწვევის დეპუტატი, სკკპ XIX და XX ყრილობების დელეგატი.

   ბატონი ვლადიმერი გარდაიცვალა 1989 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 137 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედლები
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი