| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ვაჟა გოცირიძე![]()
ბიოგრაფიავაჟა გოცირიძე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სოფელში - გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში გაანაწილეს. იმ დროს იქ მოღვაწეობდა ცნობილი აგრონომი ალექსანდრე იობიძე, რომელმაც იგი კოლმეურნეობის მთავარი აგრონომის თანამდებობაზე წარადგინა. 1963 წელს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა და სამეცნიერო ხარისხის დაცვის შემდეგ ამ ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა. მას თანმაშრომლებთან ერთად მიღებული აქვს თორმეტი სასუფრე და საღვინე ვაზის ახალი ჯიში. სოსო მუმლაურთან ერთად გამოავლინა ჩხავერის და ოჯალეშის მაღალმოსავლიანი კლონები. 2001 წლიდან გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის საქართველოს ფილიალის დაფინანსებით მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ვაშლიჯვრის ბაზაზე ახალი კოლექციის გაშენება დაიწყო. ბატონმა ვაჟამ, თანამშრომლებთან ერთად, ფეხდაფეხ შემოიარა საქართველოში არსებული კოლექციები, ყველა გადარჩენილი ჯიში შეაგროვა და გააშენა ვაშლიჯვარში. მოინახულა კიშინოვის, სიმფეროპოლის და ოდესის კოლექციები, გამოავლინა იქ დაცული ქართული გენოფონდი და დააბრუნა საქართველოში 150-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში. წყარო: http://www.vinoge.com/qarTuli-vazis-genofonds-ganadgureba-emuqreba
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

