The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ვასილ ჯაფარიძე

Date of birth:1872  (152 years)
Category:Manufacturer

Biography

   ვასილ ჯაფარიძე დაიბადა 1872 წელს რაჭაში, ონის რაიონში. ონის ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1883 წელს, გადაჰყავთ გორის ოთხწლედში, რომელსაც 1887 წელს ამთავრებს და სასწავლებლად თბილისში მიდის.

   1887 წელს ჯაფარიძე შედის თბილისის საბაღოსნო სასწავლებელში. 1893 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, იგი იწყებს მუშაობას ვლადიმერ სტაროსელსკისთან საქარის საცდელ სადგურში, სადაც სანერგეები და საწყობი ჩაიბარა. ფილოქსერის ეპიდემიასთან ბრძოლის პერიოდში, გუნცაძის და ქვარიას დაჟინებული თხოვნით, დაიწყეს ამერიკული ვაზის სადედეების გაშენება. მთელ ამ საქმიანობას ვასილ ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. საქარის საცდელ სადგურში ლაბორატორიისათვის შეიძინეს სახლი, სადაც იგი ცხოვრობდა.

   იმის გამო, რომ ფილოქსერამ აღმოსავლეთ საქართველოსა და ოსეთში ვაზი გაანადგურა, სანერგე მოაწყვეს კასპის რაიონის სოფელ აღაიანში. გაწეული სამუშაოს მაღალ დონეზე შესრულებისათვის ვასილ ჯაფარიძე ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვეს. 1909 წელს აღაიანში გახსნილი სანერგიდან მთელ ქართლში გააშენეს ვენახები, რომლებსაც ვასილ ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.

   1901 წლიდან იგი ამუშავებდა ვენახებს მანქანა–იარაღებით. 1924 წელს გადაჰყავთ ვანში აგრონომ–ინსტრუქტორად. 1914–1921 წლებში შორაპანში მაზრის ერობის აგრონომად მუშაობდა. 1921 წლიდან ზესტაფონის მიწგანის აგრონომია და პარალელურად რაჭაში ხელმძღვანელობს ამერიკული ვაზის საძირეების გაშენებას. 1927 წლიდან 1933 წლამდე იგი არგვეთის საბჭოთა მეურნეობაში მუშაობს აგრონომად. 

   ვასილ ჯაფარიძემ 1940 წელს გავიდა პენსიაზე.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 217 გვ.