შოთა ლომიძე დაიბადა 1936 წლის 20 იანვარს წყალტუბოს რაიონის სოფ. საყულიაში. იგი იყო ცნობილი მოჭიდავე –მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 71) და მეორე პრიზიორი (1967), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 69) და ორგზის მეორე პრიზიორი (1965, 67), მეხიკოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1968), ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (1964, IX ადგილი). სსრკ ხალხთა IV და V სპარტაკიადების ჩემპიონი პირად და გუნდურ შეჯიბრებებში (1967, 71), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964, 65, 66), მეორე (1968) და ორგზის მესამე პრიზიორი (1962, 69). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
სპორტიდან წასვლის შემდეგ მან დაიწყო მუშაობა ახალციხის საკონსერვო ქარხნის დირექტორად. შემდეგი წლები ხელმძღვანელობდა გარდაბნის საკონსერვო ქარხანას და ბოლოს მუშაობდა თბილისის უალკოჰოლო სასმელების "ლაღიძის" ქარხნის დირექტორის თანამდებობაზე.
შოთა ლომიძე გარდაიცვალა 1993 წლის 23 ოქტომბერს.