შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
კონსტანტინე კანდელაკი![]()
ბიოგრაფიაკონსტანტინე კანდელაკი, საქართველოს სახკომსაბჭოს დადგენილებით, 1922 წელს დაინიშნა ბორჯომის მამულის მმართველად. 1925–1928 წლებში იყო საქართველოს მიწსახკომის სახალხო მამულების ტრესტის მმართველი, 1928–1931 წლებში – მიწსახკომის ცენტრალურ დაწესებულებათა ადგილკომისა და ადმინისტრაციის საშემსრულებლო კომისიის წევრი. 1918 წლის 10 აპრილის მონაცემებით, კ. კანდელაკის გვარი ამიერკავკასიის სეიმის მენშევიკ კანდიდატთა შორის მოიხსენიება, მისი გვარი ფიგურირებდა 1918 წლის საქართველოს პარლამენტის პირველი სესიის სხდომაზე დამსწრე წევრთა შორის. 1919 წლის მარტიდან ის იყო სოციალ–დემკოკრატიული პარტიის წევრი. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 16 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |