The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



აქვსენტი უთურგაიძე

აქვსენტი უთურგაიძე
დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:1968  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   აქვსენტი უთურგაიძე დაიბადა 1912 წელს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში.

   თელავის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა–მევენახეობის ფაკულტეტზე.

    1932 წლამდე მუშაობს ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურის სკოლის დირექტორად. მეღვინეობის სპეციალობით მუშაობას იწყებს 1938 წელს ქუთაისის შამპანური ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ, 1941 წლამდე – კარდანახის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინეა.  

   1941–1942 წლებში სამხედრო სამსახურშია. 1942 წლიდან 1951 წლამდე იყო რეპრესირებული.

   1966 წლიდან კვლავ იწყებს მეღვინეობაში მოღვაწეობას და 1968 წლამდე მუშაობს ხირსის ღვინის ქარხნის, კარდანახის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინის მოადგილედ, კაჭრეთის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ, სამგორის მებაღეობა–მევენახეობის მეურნეობაში ჯიშთა გამოცდის სახელმწიფო ინსპექტორად, ლაბორატორიის გამგედ.

მიღებული ჰქონდა ქების სიგელი.

   ბატონი აქვსენტი გარდაიცვალა 1968 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 134 გვ.