The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ალექსი ბექაური

ალექსი ბექაური
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1990  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ალექსი ბექაური დაიბადა 1915 წელს დუშეთის რაიონში. სწავლა დაიწყო ფასანაურის სკოლაში, საიდანაც გადმოყვანილ იქნა თბილისში და, 1941 წელს, წარჩინებით დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის მუშათა ფაკულტეტი და შემდეგ ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1945 წელს დაამთავრა სკკპ პარტიის ცკ–თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა ქ. მოსკოვში.

   უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. მათ შორის, 1966–1967 წლებში იყო "სამტრესტი"–ს მმართველი, 1973–1990 წლებში – საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგე.

   ბატონ ალექსის გამოქვეყნებული აქვს 53 ნაშრომი და ერთი მონოგრაფია. მინიჭებული ჰქონდა შრომის გმირის საპატიო წოდება.

   იგი მრავალჯერ იყო არჩეული საქართველოს კპ ცკ–ის წევრად და უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, სკკპ XXII და XXIII ყრილობების დელეგატად, სსრკ–ს მე–6 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები: ორდენები ლენინის, ოქტომბრის რევოლუციის და მედლები.

   ბატონი ალექსი გარდაიცვალა 1990 წელს.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 39 გვ. 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედლები
  • ოქტომბრის რევოლუციის
  • ლენინის ორდენი