Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
გიორგი შარვაშიძე![]()
Biographyაფხაზეთის უკანასკნელი მთავრის უფროსი ვაჟი – პოეტი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე გიორგი შარვაშიძე გამორჩეული ფიგურა იყო XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს ისტორიაში. იგი დაიბადა 1846 წელს. ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად, აფხაზეთში, საკუთარ მამულებში, გიორგი შარვაშიძე მევენახეობა–მეღვინეობასაც ეწეოდა. 1880–1895 წლებში, აფხაზეთის მიწა მხოლოდ შარვაშიძეებს ეკუთვნოდათ. ძირითადად, მევენახეობა გუდაუთასა და კოდორში იყო განვითარებული. ამ რეგიონში შარვაშიძის კუთვნილი ვენახებიდან 50 000 ფუთი ღვინო მზადდებოდა, საიდანაც 30 000 ფუთი ზღვით ოდესაში და ნოვოროსიისკში გაჰქონდათ. 1895 წელს, ბაბუშერაში მდებარე შარვაშიძის მამულში იზაბელას ჯიშის ვენახები გააშენეს. მყნობას ადგილობრივი გლეხები აწარმოებდნენ. გიორგი შარვაშიძეს გუდაუთის რაიონში ჰქონდა სპირტის სახდელი ქარხანა, სადაც გამომხდელებად გურულები და ბერძნები მუშაობდნენ. 1836–1852 წლებში აფხაზეთში სულ 11 მარანი მოქმედებდა, სადაც 50 000 ვედრო ღვინო მზადდებოდა, რომელსაც ძირითადად, სოხუმში მოიხმარდნენ. ასევე, გაჰქონდათ ქერჩში, ანაპასა და ტაგანროგში. იმ დროისათვის ღვინოს ამზადებდნენ და ინახავდნენ ქვევრებში, მისი გადატანა კი ცხვრის ტიკებით ხდებოდა. 1875–1880 წლებში, გიორგი შარვაშიძემ ღვინის შესანახად მუხის კასრები შემოიტანა. გიორგი შარვაშიძე გადრდაიცვალა 1918 წელს. წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 149 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |