The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ფილიპე ჭელიძე

ფილიპე ჭელიძე
Date of birth:18??
Category:Manufacturer

Biography

   ფილიპე ჭელიძემ ლიქიორ–არყის წარმოება გიორგი ბოლქვაძის ლიქიორ–არყის საწარმოში შეისწავლა, სადაც 12 წელი დაჰყო. ამის შემდეგ, შამპანური ღვინის წარმოებას დაუფლებია ფრანგ შამპანისტ ვიქტორ ტიებოსთან, რომელიც ქუთაისში ოლდენბურგის ღვინის ქარხანაში მუშაობდა. ფილიპე ჭელიძემ, როგორც პრაქტიკანტმა, ამ საწარმოშიც რამოდენიმე წელი დაჰყო. ამის შემდეგ, მან ტიებოსაგან სპეციალური დანადგარები შეიძინა და მიწის ნაკვეთიც იყიდა. 1895 წელს ააშენა ქარხანა ლიქიორისა და ღვინის საწარმოებლად, ხოლო ქარხნის მიმდებარედ მაღაზია მოაწყო, სადაც თავის პროდუქციას ყიდდა.

   ფილიპე ჭელიძის ფირმამ "კოლხიდა", რომელიც უახლესი მანქანა–დანადგარებით იყო აღჭურვილი, დიდ წარმატებას მიაღწია – ყოველწლიურად, 15 000–მდე ლიტრ იმერულ შამპანურ ღვინო "თამარ მეფე"–ს, 100 000–მდე კასრ სუფრის ღვინოებს და 15 000–მდე კასრ ლიქიორს აწარმოებდა. საფირმო პროდუქცია, გარდა კავკასიის ქვეყნებისა, რუსეთშიც იგზავნებოდა – უმეტესად, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში.

   ფილიპე ჭელიძის ფირმას საერთაშორისო გამოფენაზე 11 ჯილდო და არერთი მედალი აქვს მიღებული.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 299 გვ.

Awards and Honors

  • მედლები
  • 11 ჯილდო