Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
სერგეი შერემეტიევი![]()
Biographyსერგეი შერემეტიევი დაიბადა 1844 წელს გრაფ დიმიტრი შერემეტიევის ოჯახში. იგი იყო უფროსი ვაჟი და, შესაბამისად, მთელი მემკვიდრეობა მასზე გადადიოდა. ს. შერემეტიევი იყო რუსი საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, კოლექციონერი, ობერ–მაგისტრი, ნამდვილი საიდუმლო მრჩეველი, მსხვილი მიწათმფლობელი – ფლობდა 240 ათას დესეტინა მიწას 11 გუბერნიაში, 3 სახლს პეტერბურგში და 2–ს მოსკოვში; გააჩნდა 3 ღვინის ქარხანა. 1917 წლის 1 მარტის მდგომარეობით მისი ქონება 37.9 მლნ. მანეთად იყო შეფასებული. გრაფი შერემეტიევი საქართველოშიც ფლობდა მიწებს და ეწეოდა მეწარმეობას. მან შეიძინა თავადი აფხაზის მამულები, მარნები და ღვინის სარდაფი, რომელსაც ფირმა "კარდენახი" უწოდა. საქმის გაძღოლა პაველ ავერკინს ჩააბარა. კარდენახში, გორაზე, სასახლე ააშენა გარშემო ტყეპარკით, კახურ ყაიდაზე საუცხოოდ მოაწყო აფხაზის კლდეში ნაკვეთი მარანი, სადაც 40–50 ტონა ყურძნის გადამუშავება იყო შესაძლებელი. ქვევრების გარდა, მარანში დიდი მუხის კასრებიც ჰქონდათ დადგმული. საერთო ჯამში, გრაფი შერემეტიევის ვენახები 25 ჰექტარს იკავებდა კარდენახში და 6 ჰექტარს – ვეჯინში. ვენახები წარაფებში, ახოებში და ცივ–გომბორის მთის ძირას, მუხიანის ქვემოთ განფენილ მცირე დაქანების ფერდობებზე იყო გაშენებული. გრაფის ღვინოები შესანიშნავად იყიდებოდა. გრაფი სერგეი შერემეტიევი გარდაიცვალა 1918 წელს მოსკოვში. გასაბჭოების შემდეგ შეიქმნა ამხანაგობა "კახეთი", რომლის შემადგენლობაში კარდენახის მეურნეობაც გაერთიანდა. წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 173 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |