The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



მიხეილ რამაზაშვილი

მიხეილ რამაზაშვილი
Date of birth:1 January, 1951  (73 years)
Category:Manufacturer

Biography

   მიხეილ რამაზაშვილი დაიბადა 1951 წლის 1 იანვარს. 1972 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის მებაღე-მევენახეობისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტი და 1975 წელს – საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა ვაზის სელექცია-ჯიშთამცოდნეობის სპეციალობით. 1992 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ეკონომიური ფაკულტეტი ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ორგანიზაციის სპეციალობით. 

   1972-1993 წლებში იყო უფროსი ლაბორანტი საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; თელავის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი აგრონომი; თელავის რაიონის სოფელ ფშავლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; თელავის რაიონის მთავარი მიწათმომწყობი, მიწის რესურსებისა და კადასტრის განყოფილების გამგე.

   1999-2004 წლებში აწარმოებდა ბიზნესს ამერიკის შეერთებულ შტატებში: ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-ჰემპშირის, ჩრდილო კაროლინის შტატებში, ამავდროულად იყო ამერიკის წითელი ჯვრის აქტივისტი. მიღებული აქვს ამერიკის წითელი ჯვრის ჯილდოები.

   2004-2006 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მოწვეული სპეციალისტი. 

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 189 გვ.

Awards and Honors

  • ამერიკის წითელი ჯვრის ჯილდო