The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ავაქ სოგომონოვი

დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ძმებმა, ავაქ და ბაღდასარ სოგომონოვებმა, 1853 წელს შექმნეს არყის საწარმო. თბილისის გარდა, არყის წარმოება ჰქონდათ აზერბაიჯანში, ელიზავეტოპოლის გუბერნიის შუშის მაზრაში, ხოლო სოფელ მურადბეგლურში ქარხანა იჯარით ჰქონდათ აღებული. საწარმოსათვის ძირითადი მანქანა–მოწყობილობები რუსეთიდან შემოჰქონდათ. ასევე, რუსეთიდან და საზღვარგარეთიდათ ჩამოიყვანეს მემონტაჟეები, გამომხდელები, მშენებლები, რექტიფიკატორები. 1885 წელს დაიწყეს ქარხნის რეკონსტრუქცია და 1887 წლისათვის 2 სარექტიფიკაციო აპარატი დადგეს. ქარხანაში, ღვინის გარდა, ამზადებდნენ ჭაჭის, თუთის, სხვადასხვა ხილის, მათ შორის საზამთროსა და ნესვის არყებს. სპირტის გამომხდელთა მძაფრი კონკურენციის გამო, მრავალი მეწარმე დაზარალდა და წარმოება შეწყვიტა. დარჩა ორი – დავით სარაჯიშვილი და ავაქ სოგომონოვი. ამ უკანასკნელის ტექნიკური აღჭურვილობა ჩამოუვარდებოდა სარაჯიშვილისას და პროდუქციაც მდარე ხარისხის გამოსდიოდათ.

   1895 წელს ავაქმა შეიძინა ბორჯომის ქარხანა და დაიწყო სპირტის გამოხდა. თუმცა, შემდეგ წლებში ყურძნის მოსავლიანობის პროგრესულობამ ქარხანა არარენტაბელური გახადა და 1897 წელს არსებობა შეწყვიტა. ა. სოგომონოვმა გადაწყვიტა ბორჯომის ქარხნის ბაზაზე აეშენებინა ახალი ქარხანა ნედლეულით მდიდარ ადგილას და 1902 წელს სოფელ გომში დაიწყო წარხნის გამართვა, რომელიც 1903 წელს აამუშავა. მე–19 საუკუნის დასაწყისში სპირტის მსხვილი მწარმოებლების გამოჩენამ ნედლეულზე მკვეთრად გაზარდა ფასები. გამართული სპირტის ქარხნები მხოლოდ გომსა და აბასთუმანში ფუნქციონირებდა.

   ბოლშევიკების შემოსვლამ კერძო მესაკუთრეებს პრობლემები შეუქმნა და მათ დაიწყეს თანდათანობით ქარხნების გაყიდვა და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის გადაცემა.

   დღეისათვის, გომის სპირტისა და არყის კომპანია ავაქ სოგომონოვის სპირტის ქარხნის სამართალმემკვიდრეა.

   წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 193 გვ.