შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ჩაჩიბაია![]()
ბიოგრაფიაჩაჩიბაიას შექმნილი ჰქონდა ამხანაგობა "ჩაჩიბაია და ძმები" თბილისსა და ფეოდოსიაში. ისინი ყიდდნენ ქართულ შემაგრებულ ღვინოებს: "პორტო N61", "მალაგა N55" (დაძველებული), სანტურინის ღვინო N43 (ძალიან ძველი) თეთრი და წითელი, აგრეთვე სხვა დასახელების სუფრის ღვინოებს. თბილისში, ასევე, მათ მიერ მზადდებოდა არყები და სუფრის ღვინოები: N21, N15, N25, რომლებსაც საბითუმო საწყობიდან გასცემდა სარეალიზაციოდ მეურნე ს. გაბაშვილი. წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 255 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |