The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



მიხეილი სესიაშვილი

მიხეილი სესიაშვილი
Date of birth:1867  (158 years)
Date of death:19??
Category:Manufacturer

Biography

   მიხეილ სესიაშვილი დაიბადა 1867 წელს სიღნაღის მაზრაში. იგი თავის ძმასთან, დიმიტრი სესიაშვილთან ერთად, იყო კომპანია "ძმები სესიაშვილების" დამაარსებელი. მათ ჰქონდათ საწარმოები საქართველოსა და აზერბაიჯანში: სათაო კანტორა თბილისში, ვაგზლის ქ. N6–ში, სადაც აწარმოებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს; გეოქჩაში – კონიაკის სპირტის სახდელი ქარხანა, კარდანახში – კახური ღვინოების მარანი, სადგურ უჯარაში – ხორბლის სპირტსახდელი ქარხანა და ფილიალები – სტამბულსა და ბათუმში.

    ძმები სესიაშვილები აწარმოებდნენ ფართო ასორტიმენტის პროდუქციას. ჰქონდათ კახური წითელი და თეთრი ღვინოები, ხორბლის, ყურძნის, ყავის სპირტები, სხვადასხვა სახის ხორბლისა და ჭაჭის არაყი, მათ შორის "Железно-Дорожное", "Столовое №50", "Флотское", "Столовое вино №101". აწარმოებდნენ, ასევე, სპეცდანიშნულების მაგარ სასმელებს – კონიაკს, რომს, ბალზამს, აბსენტს; ტკბილი სასმელებიდან ლიქიორებს  – ვარდის, მოცხარის, გარგრის, პიტნის, ლიმონის, ალუბლის; მწარე არომატის სასმელებიდან – "ინგლისურ მწარეს", "ქინაქინას", "ზუბროვკას"; კიევური სასმელიდან – "ნალივკას" და "სპოტიკაჩს". აღნიშნული სასმელების დასამზადებლად ჩამოჰყავდათ ფრანგი სპეციალისტები, რომელიც ფრანგულ, შვეიცარულ და გერმანულ დანადგარებში ხდიდნენ სპირტებს და ამზადებდნენ ევროპაში ცნობილ სასმელებს. მათ ეხმარებოდნენ ქართველი თანამშრომლებიც. ისინი ფლობდნენ, ასევე, თბილისის სპირტის სარექტიფიკაციო ქარხანას. 

    კომპანიას ჰქონდა საკუთარი ბოთლები და ეტიკეტები, რომლებიც იმ დროისათვის მაღალხარისხოვან პროდუქციად ითვლებოდა. ეტიკეტებზე წარწერები ფრანგულ და რუსულ ენებზე იყო. მათ ნაწარმს სხვადასხვა გამოფენასა და ბაზრობებზე მიღებული ჰქონდათ სხვადასხვა ღირსების ჯილდო.

    ძმები ქველმოქმედებიც იყვნენ. აფინანსებდნენ უცხოეთში ქართველ სტუდენტებს, ეხმარებოდნენ ქართულ თეატრს, თავიანთი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის მშენებლობაში, რისთვისაც სოლიდური თანხა გაიღეს.

    დიმიტრი და მიხეილი თბილისის მეწარმეთა და ვაჭართა გილდიის წარმომადგენლები იყვნენ.

    საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ძმები გააკულაკეს, მთელი ქონება ჩამოართვეს და სახელმწიფოს გადასცეს.

    წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 303 გვ.