The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ბახი

Date of birth:18??
Category:Manufacturer

Biography

   გერმანულ კოლონისტთა თემი XIX-XX საუკუნეების ქართული საზოგადოების ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული, მონოლითური და საინტერესო ნაწილი იყო. რუსი მოხელეები ავრცელებდნენ მოსაზრებას, რომ კავკასიელები და მათ შორის ქართველებიც, სიზარმაცისა და უნიათობის გამო, სოფლის მეურნეობისა და მისი დარგების გარდაქმნის საქმეში ყოვლად გამოუსადეგარნი იყვნენ, ამიტომ გერმანელების ჩამოსახლება გამართლებული იქნებოდა იმით, რომ ისინი ასწავლიდნენ მოსახლეობას ხელობას და საქმიანობას. თუმცა, სისტემური და კომპლექსური განაშენიანების მიუხედავად, გერმანელმა კოლონისტებმა მაინც ვერ გაამართლეს რუსეთის იმპერიის იმედები, ისინი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ და თავიანთ ცოდნას ქართველ გლეხებს არ უზიარებდნენ. 

   XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში, საქართველოში, რამოდენიმე წარმატებული უცხოელი მეწარმე მოღვაწეობდა. მათგან ერთ–ერთი იყო ბარონი ბახი, რომელსაც ჰქონდა სპირტის ქარხანა ბორჯომში.

   1914 წელს, პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით, აიკრძალა სპირტიანი სასმელებით ვაჭრობა – სპირტი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებოდა. ამან ქარხნების დახურვა გამოიწვია.

   1941 წელს, სტალინის ბრძანებით, გერმანელი კოლონისტები შორეულ ციმბირსა და ყაზახეთში გადაასახლეს.

   წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 261 გვ.