| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ივანე სესიაშვილი![]()
ბიოგრაფიაცნობილი ქართველი მეწარმე, მეორე გილდიის ვაჭარი ნიკოლოზ სესიაშვილი, კარდანახში ფლობდა ვენახს, ღვინის ქარხანას და მარანს, სადაც აწარმოებდა კახურ წითელ და თეთრ ღვინოებს. მათ შორის გამოირჩეოდა ღვინო "კარდანახი". ეს ღვინოები მოწონებით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის მთელ იმპერიაში. ნიკოლოზის საქმის ღისეული გამგრძელებელი იყო მისი ვაჟი, ივანე სესიაშვილი. 1900 წელს, პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე, ივანე სესიაშვილის ღვინო "კარდანახმა" ოქროს მედალი და დიპლომი დაიმსახურა. წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 259 გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

