The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



შოტე

დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    1876 წელს გერმანელმა შოტემ ქუთაისში სარდაფი ააშენა, სადაც ცქრიალა ღვინოების წარმოება მოაწყო და იმერეთში გავრცელებული ვაზის ჯიშებისაგან – ციცქა, ძელშავი და ცოლიკაური – ღვინოები დაამზადა. ღვინოებმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. შოტეს წარმოება, თავისი მასშტაბებით, საკმაოდ სოლიდური იყო და მის მიერ წლიურად ჩამოსხმული 20 000 ბოთლი მთლიანად ქართულ ბაზარზე იყიდებოდა.

   1884 წელს საწარმო კონსტანტინე ოლდენბურგმა შეიძინა. 

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 159 გვ.