Login |
|
|
English Georgian |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ონისე გოგილაშვილი
Biographyონისე გოგილაშვილი დაიბადა 1959 წლის 29 იანვარს ქიზიყში, ს. ზემო მაჩხაანში. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. იმავე წელს ჩააბარა პეტერბურგის საინჟინრო–სამშენებლო აკადემიის ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1984 წელს. არის მაღალი ძაბვის ანძების ახალი კონსტრუქციის შესახებ გამოგონებისა და სათანადო ახალი თეორიის ავტორი. 1997 წლიდან მიემგზავრება საფრანგეთში. საქართველოში, დაბა წნორის სიახლოვეს, ტიბაანის მიკროზონაში გაშენებული აქვს რქაწითელის, საფერავისა და იტალიური ჯიშის ვაზი, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 3,5 ტ. მოსავალს იძლევა. ღვინო იწურება საკუთარ მარანში და ინახება ქვევრებში. რეალიზაცია შეადგენს დაახლოებით 600–700 ლიტრს წელიწადში. იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ჩამოსხმული აქვს ბოთლებში ეტიკეტით "მოსაწვევი", რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებს. ბატონმა ონისემ, ასევე, დაარსა მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი Expo Nice, სადაც გამოფენილია საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის, ემიგრაციის და ა.შ. ფოტო–ილუსტრაციები.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |