The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



შმაგი ოხანაშვილი

შმაგი ოხანაშვილი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1975  (48 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    შმაგი ოხანაშვილი დაიბადა 1971 წლის 15 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. 1988 წელს დაამთავრა მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისის საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო  თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „იბერია“-ში, ისტორიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე მუშაობს პედაგოგად თბილისის სხვადასხვა სკოლებში. იყო კლუბ "ჩემი თვალით დანახული მამულის"  პრეზიდენტი, რამაც საშუალება მისცა გაცნობოდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს. 

    შ. ოხანაშვილი, ასევე, დაინტერესებულია სოფლის მეურნეობის ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა, პროდუქციის წარმოებით. მის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ტრადიციული ღვინის (ქვევრის ღვინის) წარმოება. აღნიშნულის ინტერესი და სიყვარული გამოწვეულია ოჯახური ტრადიციით. მას საკუთარ სოფელში აქვს ადგილობრივი ვაზის ჯიშის ვენახი.

    ბატონი შმაგი, უახლოეს მომავალში, გეგმავს განავითაროს საქმიანობა ამ მიმართულებით. გარდა ამისა, დაკავებულია ამავე სოფლის ისტორიისა და ყოფის შესწავლით.

    წყარო: ოჯახის წევრი