Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ნია ნაცვილიშვილი![]()
Biographyნია ნაცვლიშვილი დაიბადა ქ.თბილისში 1957 წ. 4 სექტემბერს. დაამთავრა ქ.თბილისის 130-ე საშ. სკოლა. განათლება და პროფესიული გამოცდილება: * ივ.ჯავახიშვილის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტი; * საქ.მეცნიერებათა აკადემიის ალ.ნათიშვილის ექსპერიმენტული მორფოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; * ქ.მოსკოვის მ.ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკულტეტი, ნეიროფიზიოლოგიის კათედრა - ასპირანტი, კათედრის ლექტორი; * სამეცნიერო ხარისხი შესრულებულია და დაცულია ქ. მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოზე; * ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრა - ასოცირებული პროფესორი; * 18 წელი ლექტორად მუშაობის გამოცდილება; გრ. რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი "Alma Mater”- თეორიული მედიცინის კათედრის გამგე; ლექტორი სალექციო კურსის ავტორი - 1. ემბრიოლოგია, ციტოლოგია, ჰისტოლოგია; 2. პათოფიზიოლოგია * სამი გამოგონების და გამოგონებაზე პატენტის ავტორი და მფლობელი, მათ შორის ორი თეორიულ მედიცინაში და ერთი პრაქტიკულ მედიცინაში - ნეიროფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი * რუსეთის ფედერაციის პატენტი - AP №2057530; *რუსეთის ფედერაციის პატენტი - AP №9303305; *საქართველოს პატენტი - P #4249 *47 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მეუღლის ალქსანდრე კვერნაძის გარდაცვალების შემდეგ საოჯახო მარან "Alexander Distillery”-ს მფლობელი და ხელმძღვანელი. მარანი აწარმოებს იშვიათ, სასაჩუქრე ღვინოებს "ასურეთული" და " შარბათ-ტიფლისი", ჭაჭა "”Alexander” და პირველ ქართულ ვისკის "Alexander”-ს. დისტილატის გამოხდის ტექნოლოგია საქართველოში დაპატენტებულია როგორც გამოგონება. 2005 წელს მონაწილეობდა ქალაქ იზმირის საერთაშორისო გამოფენაში. 2005 – წელი მონაწილეობდა ბელგიაში და ნიდერლანდებში (ქ. ბრიუელსი, ქ.ამსტერდამი) ქართული ღვინის საერთაშორისო გამოფენაში. 2005– წელი ბელგიაში და ნიდერლანდებში (ქ. ბრიუესლი, ქ. ამსტერდამი) ქართული ღვინის პრეზენტაციის ორგანიზება საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით. 2005 – წელი მონაწილეობდა ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალში. 2013 – წელი მონაწილეობდა ექსპო ჯორჯიას გამოფენაში. 2015, 2016, 2017, 2018, 2019 წლები მონაწილეობდა ახალი ღვინის ფესტივალი, თბილისი – სიგელი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |