The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ციალა კაჭარავა

ციალა კაჭარავა
Date of birth:27 December, 1939  (86 years)
Category:Manufacturer

Biography

ციალა კაჭარავა დაიბადა 1939 წლის 27 დეკემბერს, ჩხოროწყუში, ვარლამ კაჭარავას დანადია ბახტაძის ოჯახში. 1957 წელს სკოლის ოქროს მედალოსნის სტატუსით ჩაირიცხასაქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1962 წელს წარჩინების დიპლომითდაასრულა ტექნოლოგიური ფაკულტეტის მეღვინეობისა და ხილ-ბოსტნეულისტექნოლოგიის კურსი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. იმავე წელს, „სამტრესტის“ (საქართველოს სსრ ღვინის მრეწველობის საკავშირო-რესპუბლიკურისახელმწიფო კომიტეტი) განაწილებით, მუშაობა დაიწყო თბილისის ახალგახსნილ №3 ღვინის ქარხანაში, რომელიც გაფართოების შემდგომ საწარმოო გაერთიანება „თბილღვინოდ“ ჩამოყალიბდა (90-იანი წლებიდან - სააქციო საზოგადოება, ამჟამად,კერძო კომპანია „თბილღვინო“). ციალა კაჭარავამ აღნიშნულ ქარხანაში იმსახურა 50წლის განმავლობაში, უწყვეტად, „თბილღვინოს“ ისტორიის ყველა ეტაპზე (1962-დან2012 წლის ჩათვლით), ღვინო-მასალების, ჩამოსხმის, დამხმარე მასალების,საექსპორტო და ადგილობრივი გაყიდვების საამქროებში, ღვინის დამამუშავებელიმეღვინე-ბრიგადირის, მეღვინე-ოსტატის, უბნის უფროსის ფუნქციებიდან, საამქროსუფროსის მოადგილისა და მატერიალურ-პასუხისმგებელი ინჟინერ-ტექნოლოგისპოზიციის ჩათვლით , ციალა კაჭარავა ერთგულად ემსახურა პროფესიას , კომპანიას, იყო ქართულიმეღვინეობის ღირსეული წარმომადგენელი, ქართული ღვინის პრესტიჟის დამცველიდა პოპულარიზატორი. ციალა კაჭარავას გაცილება ქარხნიდან, 72 წლის ასაკში,კომპანია „თბილღვინოს“ სამახსოვრო სიგელით აღინიშნა.