The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



გიორგი მგალობლიშვილი

გიორგი მგალობლიშვილი
Date of birth:1896
Date of death:1964  (at 68 years)
Category:Manufacturer

Biography

   გიორგი ივანეს ძე მგალობლიშვილი დაიბადა 1896 წელს კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1917 წელს და შევიდა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე მეღვინეობის განხრით. ინსტიტუტის დამთავრებამდე ერთი წელი, 1921–1922 წლებში, იყო მეღვინეობის სტაჟიორი. 

   1923 წლიდან 1940 წლამდე იმუშავა: თბილისის უნივერსიტეტის მეურნეობის განყოფილების გამგედ; საქარის  მევენახეობისა და მეღვინელობის საცდელი სადგურის დირექტორად, საკავშირო მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გადამუშავების განყოფილების უფროს სპეციალისტად; "სამტრესტი"–ს ღვინმრეწვვაჭრობის მეღვინეობის ინსტრუქტორად;

   1940 წელს ღვინმრეწვვვაჭრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით იგი გადაყვანილი იქნა "სამტრესტი"–ს მთავარი მეღვინის მოადგილედ, ხოლო 1944 წლიდან 1959 წლამდე მუშაობდა "სამტრესტი"–ს მთავარ მეღვინედ.

   ბატონი გიორგი 1929 და 1933 წლებში  მივლინებული იყო ლენინგრადის საკავშირო მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა აკადემიკოს გ.ა. ნადსონის ხელმძღვანელობით. ლენინგრადში ყოფნის პერიოდში გ.ი. მგალობლიშვილმა თანაავტორთან ერთად გამოსცა შრომა: "დასავლეთ საქართველოს მეღვინეობის წმინდა კულტურის გამოყოფა და მისი შესწავლა". მოგვიანებით გამოაქვეყნა მეორე შრომა: "სხვადასხვა ტემპერატურის და გოგირდის ანჰიდრიდის სხვადასხვა დოზების გავლენა ლექის სტრუქტურაზე". რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებსა და წერილებს მეღვინეობის საკითხებზე. გამოსცა ბროშურა "დასავლეთ გერმანიის მეღვინეობა". 

   მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ქართული ნატურალური ნახევრად ტკბილი ღვინოების ფართოდ წარმოების განვითარებას. მისი და მეღვინე დ. მდივნის მონაწილეობით აღდგენილია ნახევრად ტკბილი ღვინო "ჩხავერი", ხოლო მეღვინე ნაცვლიშვილის მონაწილეობით - "ქინძმარაული".

მაღალი ხარისხისათვის "ჩხავერი" დაჯილდოვებული იქნა ვერცხლის, ხოლო "მწვანე" - ოქროს მედლით. მისი ხელმძღვანელობით დამზადდა ცქრიალა ღვინოები.

   მონაწილე იყო საერთაშორისო ბაზრობებისა თუ ღვინოებისა და კონიაკების დეგუსტაციებისა.

   1959 წელს, საბჭოთა სპეციალისტებთან ერთად,  მივლინებული იყო დასავლეთ გერმანიაში. Seitz-ის ფირმის მოწვევის შემდეგ, იქ გაეცნო რეინისა და მოზელის მეღვინეობას.

   ათეული წლების განმავლობაში იყო საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის წევრი. 

   გიორგი მგალობლიშვილი გარდაიცვალა 1964 წელს. 

   წყარო: ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბილისი: საბჭ. საქართველო, 1974. - 94 გვ.

Member of Organizations

  • საკავშირო სადეგუსტაციო კომისია, წევრი

Awards and Honors

  • 1958 - საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის პირველი ხარისხის დიპლომი და ოქროს მედალი
    სოფლის მეურნეობაში მოპოვებული მიღწევებისათვის
  • 1954 - რესპუბლიკის დამსახურებული მეღვინის წოდება.
  • მედლები
  • "შრომის წითელი დროშის" ორდენი
  • "შრომის წითელი დროშის" ორდენი