| Login |
![]() |
|
| Home |
|
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
პავლე კიკვიძე![]()
Biographyპავლე სიმონის ძე კიკვიძე დაიბადა 1899 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ ქვედა შოვში, გლეხის ოჯახში. საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა თბილისის ღვინის I ქარხანაში საწყობის გამგედ, ხოლო 1933 წლიდან მუშაობა დაიწყო იმავე ქარხნის მეღვინედ, სადაც 1936 წლამდე იმუშავა. 1936 - 1939 წლებში პ. კიკვიძე მუშაობს ვარციხის საბჭოთა მეურნეობაში მეღვინედ. 1938 - 1939 წლებში კი წინანდლის საბჭოთა მეურნეობის მთავარი მეღვინის მოადგილეა. 1939 წლიდან 1955 წლამდე ის გურჯაანის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ მუშაობს, ხოლო 1955 წლიდან გადაჰყავთ მუკუზნის ღვინის ქარხანაში, სადაც 1962 წლამდე მუშაობს მთავარ მეღვინედ. 1962 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა ბოლნისის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ. მან უშუალო მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინოების "გურჯაანისა" და "ახაშენის" შექმნაში. 1941-1943 წლებში ა. კიკვიძე სამამულო ომის ფრონტზე იბრძოდა. პავლე სიმონის ძე კიკვიძე გარდაიცვალა 1964 წელს. წყარო: ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბილისი: საბჭ. საქართველო, 1974. - 103 გვ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

