The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



აქვსენტი შამუგია

Date of birth:1905
Date of death:1963  (at 58 years)
Category:Manufacturer

Biography

   აქვსენტი ონისიმეს ძე შამუგია დაიბადა 1905 წელს, ქალაქ ლანჩხუთში, გლეხის ოჯახში.

   1931 წელს ამთავრებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს აგრონომ-მეღვინის სპეციალობით და მუშაობას იწყებს "საქართველოს ღვინოში" უმცროს მეღვინედ.

   მან იმთავითვე მიიქცია ყურადღება როგორც საქმიანმა, ნიჭიერმა, დისციპლინიანმა და პრინციპულმა მეღვინემ. 1933 წელს იგზავნება ვარციხის საბჭოთა მეურნეობაში მთავარი მეღვინის მოადგილედ. 1937 წელს კი იგი უკვე მთავარი მეღვინეა, ამ თანამდებობაზე 1941 წლამდე მუშაობს. 1941-1945 წლებში ბოლნისის საბჭოთა მეურნეობის მთავარი მეღვინეა. 1945 წელს კი ინიშნება "სამტრესტი"–ს მთავარი მეღვინის მოადგილედ. 1948 წელს გადაჰყავთ წინანდლის საბჭოთა მეურნეობის მთავარ მეღვინედ, ხოლო 1955 წელს ისევ აბრუნებენ "სამტრესტში" მთავარი მეღვინის მოადგილედ, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა.

   აქვსენტი შამუგია დაუღალავად იბრძოდა მეღვინეობაში სიახლის შეტანისა და დანერგვისათვის. ჯერ კიდევ 1937-1941 წლებში, ვარციხის საბჭოთა მეურნეობაში მთავარ მეღვინედ მუშაობის დროს, აწარმოებდა პორტვეინის ტიპის ღვინოების თერმულ დამუშავებას.

   იგი ახალგაზრდობის ჩინებული აღმზრდელი და მასწავლებელი იყო, - იგონებს სამტრესტის მთავარი მეღვინე, ტექნ. მეცნიერებათა კანდიდატი დ. ნაცვლიშვილი - იგი არასოდეს იშურებდა ენერგიას, რომ ცოდნა და გამოცდილება გადაეცა ახალგაზრდებისათვის, იგი იყო ღვინის დაყენების ჩინებული ოსტატი. დიდი შემოქმედი... როცა ღვინოს აჭაშნიკებდა, ისეთი შთაბეჭდილება გვექმნებოდა, თითქოს ღვინოს ესაუბრება, ესმის მისი ენა და ამიტომაც ასე კარგად აფასებს მის ავკარგს.

   მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ნახევრადტკბილი ღვინოების რესურსებისა და ნედლეულის წყაროების გამოვლინებასა და მათი ტექნოლოგიის დაზუსტებაში, ქართული ღვინოების სახელისა და ღირსების ამაღლებაში. 32 წელიწადი ემსახურა ქართულ მეღვინეობას. უპარტიო სპეციალისტი იყო, მაგრამ პარტიამ და მთავრობამ ღირსეულად დააფასეს მისი თავდადებული, უანგარო სამსახური და დააჯილდოვეს "შრომის წითელის დროშის ორდენით" და მედლით "შრომითი მამაცობისათვის".

   აქვსენტი შამუგია გარდაიცვალა 1963 წელს.

   წყარო: ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბილისი: საბჭ. საქართველო, 1974. - 106 გვ.

Awards and Honors

  • მედალი
    შრომითი მამაცობისათვის
  • შრომის წითელი დროშის ორდენი