| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
გური კანდელაკი![]()
ბიოგრაფიაგური დავითის ძე კანდელაკი დაიბადა 1895 წელს, ტყიბულის რაიონის სოფელ ნაბოსლევში. დაწყებითი განათლება სოფელში მიიღო, შემდეგ კი სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1917 წელს. 1918 წელს სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იგი მუშაობდა საქარის საცდელ სადგურში და თბილისის პირველ ღვინის ქარხანაში მოვარჯიშედ. 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიწათმოქმედების კომისარიატის გადაწყვეტილებით დაინიშნა წინანდლის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინის მოადგილედ. 1937 წელს მუშაობდა თბილისის მეორე ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ და ტექნიკურ დირექტორად. 1937 წელს ინიშნება წინანდლის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ, აქ იგი მუშაობს 1949 წლამდე. 1949 წლიდან თბილისის ღვინის პირველი ქარხნის მთავარი ტექნოლოგია. პროფესიული, შრომითი საქმიანობის გარდა იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1947 წელს არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად წინანდლის N105 საარჩევნო ოლქში. დაჯილდოვებულია ორი შრომის წითელი დროშის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით. სხვადასხვა დროს კანდელაკს მიღებული აქვს საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ორი ვერცხლის მედალი. 1964 წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება, ხოლო 1968 წელს დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბილისი: საბჭ. საქართველო, 1974. - 101 გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

