The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თენგიზ კეკელიძე

თენგიზ კეკელიძე
დაბადების თარიღი:1927
გარდაცვ. თარიღი:1992  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

      თენგიზ კეკელიძე დაიბადა ქ. თბილისში, 1927 წელს.

      1947 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე- 8 საშუალო სკოლა წარჩინებით და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით. 1961 წელს ამთავრებს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტს ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

     1953 წლიდან მუშაობდა საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში სპეციალობით, სხვადასხვა თანამდებობებზე. 1961 წლიდან მუშაობას იწყებს ქვემო ჭალის ღვინის ქარხანაში უფროს ოსტატად და 1965 წლამდე მუშაობს მცხეთის ქარხსამმართველოს მთავარ ინჟინრად.

     1965 წლიდან ოკამის ღვინის ქარხნის დირექტორია. იგი იყო ოკამის ღვინის ქარხნის დამაარსებელი, პირველი დირექტორი, რისთვისაც ამ ქარხანას 1994 წელს მიენიჭა თენგიზ კეკელიძის სახელი და იქ დაიდგა მისი ბიუსტი.

    მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. 

    თენგიზ კეკელიძე გარდაცვალებამდე მუშაობდა საწარმოო გაერთიანება "თბილღვინოს" გენერალურ დირექტორად. 1992 წელს იგი გარდაიცვალა.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 174 გვ.