The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ნიკოლოზ ჟღენტი

ნიკოლოზ ჟღენტი
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:1972  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ნიკოლოზ ჟღენტი დაიბადა ქალაქ ბაქოში 1907 წელს. 1928 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი, ხოლო 1933 წელს – სასოფლო–სამეურნეო ინსიტიტუტის მებაღე–მევენახეობის ფაკულტეტი. სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში თბილისსა და თელავში, ხოლო 1936 წლიდან 1958 წლამდე – თბილისის შამპანკომბინატში დირექტორის მოადგილედ. 1958 წელს დაინიშნა თბილისის N1 ღვინის ქარხნის დირექტორად. 1936 წელს მივლინებული იყო საფრანგეთში, შამპანის პროვინციაში.

   რვა წლის განმავლობაში შეთავსებით მუშაობდა მეღვინეობისა და მევენახეობის საკავშირო–სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, "მაგარიჩის", ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორად. მისი თაოსნობით საქართველოში დაინერგა საშამპანურე ჯიშები: "შარდონე" და "პინო", ხოლო მისი უშუალო მონაწილეობით შეიქნმა ცნობილი ღვინოები: "ატენური", "ხიდისთაური", "სვირი", "მუხრანული". მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის წოდება. იყო რამდენიმე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

   ნიკოლოზ ჟღენტი გარდაიცვალა 1972 წელს.

   წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 331 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე