The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ივანე კახიძე

ივანე კახიძე
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:1972  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ივანე კახიძე დაიბადა მაიაკოვსკის რაიონის სოფელ ოჩბაში. 1931 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი.

   იგი მუშაობდა ბოლნისის ღვინის ქარხნის დირექტორად, თბილისის N1 ღვინის ქარხნის დირექტორად, თბილისის საწარმოო კომბინატის დირექტორად. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული ინჟინრის წოდება. იყო, ასევე,  მომღერალი. მიღებული ჰქონდა შრომის წითელი დროშის ორდენი და მედლები.

   ბატონი ივანე გარდაიცვალა 1972 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 319 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედლები
  • შრომის წითელი დროშის ორდენი