შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
არჩილ ბერუჩაშვილი![]()
ბიოგრაფიაარჩილ ბერუჩაშვილი დაიბადა 1908 წელს ცაგერის რაიონის სოფელ ლაილაშში. 1923 წელს დაამთავრა შვიდწლედი ლაილაშში, 1926 წელს – ქუთაისის საშუალო სასწავლებელი და 1933 წელს – საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი. 1926–1927 წლებში მუშაობდა ქ. ბაქოს ლენინის სახ. საქსოვ ფაბრიკაში მუშად. 1927 – 1930 წლებში იგი მუშაობს მასწავლებლად სოფელ ლაშხეთსა და შემდეგ სოფელ ორბელში. 1933 წლიდან მუშაობდა "სამტრესტში" ინსპექტორად, უფროს მეღვინედ, ხირსის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად, "სამტრესტის" მმართველის მოადგილედ, შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორად, თბილისის მეოთხე ღვინის ქარხნის დირექტორად. ბატონი არჩილის თანაავტორობით შეიქმნა ახალი მარკის ღვინოები: "უსახელოური', "ოჯალეში", "ტვიში", "ახაშენი", "ახმეტა", "თეთრა", "გურული შუშხუნა". 1964 წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მეღვინის წოდება, მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები – შრომის წითელი დროშის ორდენი და მედლები. ბატონი არჩილი გარდაიცვალა 1982 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 105 გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |