The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვალერიან ჭანიშვილი

ვალერიან ჭანიშვილი
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:1981  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ვალერიან ჭანიშვილი დაიბადა 1900 წელს. მუშაობდა ღვინის სპირტის ინსპექციაში, ბათუმის არყის ქარხანაში, თბილისის კონიაკის ქარხანაში საამქროს უფროსად, მთავარ ტექნოლოგად, "სამტრესტი"–ს კონიაკის ქარხანაში მთავარ სპეციალისტად.

    ბატონი ვალერიანისა და მისი კოლეგების ძალისხმევით შეიქმნა სამარკო კონიაკები: "ვარძია", "საიუბილეო 50", "აფხაზეთი", "საქართველო". მინიჭებული ჰქონდა კონიაკის წარმოების პირველი კატეგორიის ტექნოლოგის, საქართველოს დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდება.

    ვალერიან ჭანიშვილი გარდაიცვალა 1981 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 320 გვ.