The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



პეტრე ჭაჭიაშვილი

პეტრე ჭაჭიაშვილი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1988  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   პეტრე ჭაჭიაშვილი დაიბადა 1908 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთში. 1931 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი.

   ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა "სამტრესტი"–ს წინანდლის ღვინის ქარხანაში, ვაჭევის და არგვეთის საბჭოთა მეურნეობების ღვინის ქარხნებში. 1934 წელს გადაიყვანეს ზესტაფონის საწარმოო გაერთიანების მთავარ მეღვინედ, სადაც იმუშავა 1951 წლამდე. შემდეგ ზესტაფონის საწარმოო გაერთიანების მთავარი მეღვინეა.

   მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა იმერული ტიპის ქართული სამარკო ღვინოები - "ციცქა", "ცოლიკაური", "სვირი", "არგვეთა". იყო შრომის ვეტერანი, მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

   ბატონი პეტრე გარდაიცვალა 1988 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 320 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ჯილდოები