Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
პავლე აზარაშვილი![]()
Biographyპავლე აზარაშვილი დაიბადა ქ. ახალციხეში, მუშის ოჯახში. ახალციხის საქალაქო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1919 - 1923 წლებში, მუშაობდა მუშად სხვადასხვა სამუშაოზე. 1924 წელს შევიდა სკკპ რიგებში. მუშაობდა: საქართველოს კომკავშირში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. (1924 - 1929); ბორჯომის კპ რაიონული კომიტეტის მდივნად (1929 - 1931); საქართველოს ალკკ-ს ცკ პირველ მდივნად (1931 - 1932); ლაგოდეხის პარტიის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად (1932 - 1936); დუშეთის პარტიის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად (1936 - 1937); საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს "სამტრესტის" მმართველად (1937 - 1946); საკავშირო საგემოვნო მრეწველობის მინისტრის მოადგილედ (1946 - 1949); "გლავვინოს" ორგანიზაციის უფროსად (1949 - 1952); "სამტრესტის" მოსკოვის ღვინის ქარხნის დირექტორად პენსიაში გასვლამდის (1952 - 1967). 1957 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის მარქსიზმ - ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტი. ბატონ პავლეს ჰქონდა გამოქვეყნებული 45 შრომა, მათ შორის 43 მევენახეობა - მეღვინეობაზე. მისი შრომები გამოცემულია 5 წიგნად: სსრკ-ში მევენახეობა - მეღვინეობის განვითარების საკითხებზე – ორ წიგნად; საქართველოს ყურძნის ღვინოები და კონიაკები – ორ წიგნად და ნახევრადტკბილი ღვინოების წარმოება სსრკ-ში – ერთ წიგნად. იგი იყო მევენახეობა - მეღვინეობის დარგის კვალიფიციური სპეციალისტი და ორგანიზატორი. საქართველოს სსრ 15 წლისთავთან დაკავშირებით სსრ კავშირის ცაკ-ის დადგენილებით ამხ. აზარაშვილი დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 21 გვ. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |