The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მერაბ ჯაფარიძე

მერაბ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:1939  (85 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    მერაბ ჯაფარიძე დაიბადა 1939 წელს ქ. თბილისში.

    1957 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ქ. თბილისში და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობისა და ხილ-ბოსტნეულის დაკონსერვების სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1963 წელს. 

    ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გაანაწილეს მოლდავეთის მეღვინეობისა და საკონსერვო მრეწველობის სხვადასხვა საწარმოში ტექნოლოგად, ოსტატად, უფროს ოსტატად და მთავარ ტექნოლოგად. 1969 წელს ბრუნდება საქართველოში და 1991 წლამდე მუშაობს: გურჯაანის ღვინის ქარხანაში მთავარი ინჟინრის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; "სამტრესტი"–ს ცენტრალური ლაბორატორიის გამგედ; მთავარ მეღვინედ; სამმართველოს უფროსად; მეღვინეობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; "სამტრესტი"–ს უფროსად. 1991 წელს საკუთარი განცხადებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 

    1991 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ღვინისა და ჩაის ბირჟის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.

    1996 წლიდან 1998 წლამდე მუშაობდა სააუდიტორო-საკონსულტაციო შ.პ.ს. "ბეგაბროკსერვის"-ში მთავარ კონსულტანტად, 1998 წლიდან – საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში - GWS  საზოგადოებრივ ურთიერთობათა მენეჯერად.

    1994 წელს მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მევენახეობა - მეღვინეობის დარგებში საკანონმდებლო საქმიანობის გასაცნობად. 1997 წელს მიწვეული იყო ავსტრიის ერთ-ერთი ფირმის მთავარ ექსპერტად რუსეთის ფედერაციისა და დ.ს.თ. - ს ქვეყნებში.

     ბატონი მერაბი წლების განმავლობაში იყო საქართველოს და საკავშირო მეღვინეობის ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის წევრი, მონაწილეობდა საკავშირო და საერთაშორისო დეგუსტაციებში. არის 10 გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადების, სამეცნიერო შრომების ავტორი; ღვინის ახალი მარკების თანაავტორი - შუამთა, სამება, ფიროსმანი, აგუნა, თბილისი, სავანე და სხვა. დაჯილდოებულია საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედლით.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 253გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს და საკავშირო მეღვინეობის ცენტრალური სადეგუსტაციო კომისია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედალი