The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვახტანგ ინაშვილი

ვახტანგ ინაშვილი
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:1993  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ვახტანგ ინაშვილი დაიბადა 1926 წელს წითელწყაროში.

    1944 წელს დაამთავრა თბილისის 29-ე საშუალო სკოლა. 1951 წელს, საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის კონიაკ - არყის ქარხანაში: კონიაკის საამქროში სპეციალისტად, საძველო საამქროს ინჟინერ - ტექნოლოგად, სპირტის გამოხდის საამქროს უფროსად, საძველო საამქროში ტექნოლოგად, ტექკონტროლად, საწარმოო უბნის უფროსის მოადგილედ, საძველო საამქროს უფროსის მოადგილედ; საზღვარგარეთ კონიაკის სპეციალისტად; კონიაკის ქარხნის საძველო საამქროს უფროსად. 1972 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა სამტრესტის კონიაკის წარმოების მთავარ ტექნოლოგად.

    მინიჭებული ჰქონდა რესპუბლიკის დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება.

    1993 წელს ბატონი ვახტანგი გარდაიცვალა.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 169 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • რესპუბლიკის დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება