The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ოთარ რობაქიძე

ოთარ რობაქიძე
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:1990  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ოთარ რობაქიძე დაიბადა 1926 წელს თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში.

   1944 წელს დაამთავრა ტყიბულის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1950 წელს ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

    ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1987 წლამდე, მუშაობდა: მახარაძის ნასაკირალის ჩაის ფაბრიკაში მორიგე ტექნოლოგად; თბილისის უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში ტექნიკური კონტროლის უფროსად; ფოთის ღვინის ქარხანაში ლაბორატორიის გამგედ, არყის საამქროს უფროსად; თბილისის ლიქიორ-არყის ქარხანაში რექტიფიკაციის საამქროს უფროსად; ქარხნის დირექტორად; კონიაკის ქარხნის დირექტორად; მცხეთის ღვინის კომბინატის დირექტორის მოადგილედ.

   ბატონი ოთარის ხელმძღვანელობით გაფართოვდა და სრულყოფილი გახდა თბილისის კონიაკის ქარხანა, ქართულმა კონიაკებმა კონკურსებში მიიღეს მედლები. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. იყო სსრ კავშირის სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი, რაციონალიზატორი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები: შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და მედლები.

   ოთარ რობაქიძე გარდაიცვალა 1990 წელს.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 170 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრ კავშირის სავაჭრო სამრეწველო პალატა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედლები
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი