The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ომარ პატარიძე

ომარ პატარიძე
დაბადების თარიღი:1927
გარდაცვ. თარიღი:1997  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ომარ პატარიძე დაიბადა 1927 წელს ქალაქ ქუთაისში. 

   1947 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-9 ვაჟთა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის კვების ტექნოლოგიის ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამტავრა 1952 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1988 წლამდე, მუშაობს: ვარციხის საბჭოთა მეურნეობაში ბრიგადირად; ქუთაისის ღვინის ქარხანაში მეღვინედ; სიმონეთის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ; მაიაკოვსკის ქარხსამმართველოს მთავარ მეღვინედ; ქუთაისის ღვინის ქარხანაში მეღვინედ; თერჯოლის ღვინის ქარხანაში წარმოების უფროსად, თერჯოლის ქარხსამმართველოს დირექტორის მოადგილედ. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა სიქთავერის ღვინის ქარხნის დირექტორად და მთავარ მეღვინედ. მას დიდი წვლილი მიუძღვის სიქთავერის ღვინის ქარხნის აღორძინება-სრულყოფაში.

    მიღებული ჰქონდა მეღვინეობის საკითხებზე ორი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და მთავრობის ჯილდოები.

    ომარ პატარიძე გარდაიცვალა 1997 წელს.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 177 გვ.