The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ზურაბ თუშმალიშვილი

ზურაბ თუშმალიშვილი
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:1995  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ზურაბ თუშმალიშვილი დაიბადა 1928 წელს ქ. თელავში.

   1945 წელს დაამთავრა წინანდლის საშუალო სკოლა, 1956 წელს – ბაკურციხის სასოფლო - სამეურნეო ტექნიკუმი. სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1969 წელს. 

    მუშაობა დაიწყო 1956 წელს და 1977 წლამდე იმუშავა უფროს მეღვინედ ნაფარეულის ღვინის ქარხანაში. შემდეგ, გარდაცვალებამდე, იმუშავა აკურის ღვინის ქარხანაში.

    ბატონი ზურაბი გარდაიცვალა 1995 წელს.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 181 გვ.