The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



იოსებ მჟავანაძე

იოსებ მჟავანაძე
Date of birth:1929
Date of death:1997  (at 68 years)
Category:Manufacturer

Biography

   იოსებ მჟავანაძე დაიბადა 1929 წელს მახარაძის რაიონის სოფელ ასკანაში.

   თბილისის N8 ვაჟთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1960 წელს. 1963–1974 წლებში სწავლობდა ამავე ინსტიტუტის მეღვინეობის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე.

  1949 წლიდან 1986 წლამდე იმუშავა: თბილისის აბრეშუმის ფაბრიკაში; ლიქიორ-არყოს ქარხანაში; ღვინის ქარხანაში მუშად; მუხრანის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ღვინის სარდაფში ინჟინერ-ტექნოლოგად. 1986 წლიდან მუშაობას განაგრძობს მუხრანის ღვინის ქარხანაში მთავარ ინჟინრად, დირექტორად; "სამტრესტი"–ს აპარატში  – მთავარ სპეციალისტად. მას საკმაო წვლილი მიუძღვის ქართული შამპანური ღვინოების წარმოების საქმეში. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება.

    იოსებ მჟავანაძე გარდაიცვალა 1997 წელს.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 188 გვ.

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება