The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



კონსტანტინე ჯაბიძე

კონსტანტინე ჯაბიძე
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:1984  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   კონსტანტინე ჯაბიძე დაიბადა 1932 წელს თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში.

   1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოში. 1965 წლიდან 1984 წლამდე იმუშავა: საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროში უფროს რევიზორ-ბუღალტრად; საქპურტრესტის საკონტროლო-სარევიზიო განყოფილების უფროსად; საქპურკონდიტერის საკონტროლო–სარევიზიო განყოფილების უფროსად;  საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროში შრომის ორგანიზაციის ხელფასის და მუშაკთა კადრების სამმართველოს უფროსის მოადგილედ; საწარმოო გაერთიანება თბილღვინოში გენერალური დირექტორის მოადგილედ; ქ. ტომსკის სამტრესტის ღვინის ქარხნის დირექტორად.

   კონსტანტინე ჯაბიძე გარდაიცვალა 1984 წელს.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 190 გვ.