The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მიხეილ ქუმსიაშვილი

მიხეილ ქუმსიაშვილი
დაბადების თარიღი:1911
გარდაცვ. თარიღი:1992  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    მიხეილ ქუმსიაშვილი დაიბადა 1911 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს წინანდლის ღვინის ქარხანაში ტექნოლოგად, წარმოების ოსტატად. შემდეგ გადაჰყავთ მუკუზნის N1 ღვინის ქარხანაში, მოგვიანებით სიღნაღის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ და დირექტორად თელიანის ღვინის ქარხანაში, სადაც წითელი ღვინოები მზადდებოდა. აქ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა წითელი ღვინოების საუკეთესო მცოდნედ.  

   1992 წელს მიხეილ ქუმსიაშვილი გარდაიცვალა.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 321 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • დამსახურებული მეღვინის წოდება