The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



იოსებ საყვარელიძე

იოსებ საყვარელიძე
დაბადების თარიღი:1921
გარდაცვ. თარიღი:1995  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   იოსებ საყვარელიძე დაიბადა 1921 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო წინანდლის ღვინის ქარხანაში მეღვინედ, შემდეგ ზუგდიდის, მარნეულის, ყულარის ღვინის ქარხნებში მთავარ ინჟინრად, თბილისის N3 ღვინის ქარხნისა და ბადიაურის ღვინის ქარხნის ტექნოლოგად. შემდეგ მისი მოღვაწეობა გაგრძელდა "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხანებში -ვოლგოგრადში, ყაზანში, გორლოვკაში, როსტოვში.

   1990 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა სააქციო საზოგადოება "ვაზიანში" ინჟინერ-ტექნოლოგად, სადაც იმუშავა სიცოცხლის ბოლომდე. 

   იოსებ საყვარელიძე გარდაიცვალა 1995 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 321 გვ.