The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ჯემალ საყვარელიძე

ჯემალ საყვარელიძე
დაბადების თარიღი:1934
გარდაცვ. თარიღი:1998  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ჯემალ საყვარელიძე დაიბადა 1934 წელს მაიაკოვსკის რაიონის სოფელ დიმში.

   1953 წელს დაამთავრა დიმის საშუალო სკოლა, 1960 წელს ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

   1956 წლიდან 1992 წლამდე იმუშავა: ქუთაისის საკონსერვო ქარხანაში ბრიგადირად; მაიაკოვსკის ქარხსამმართველოს დიმის ღვინის ქარხანაში ბრიგადირად, მეღვინედ; დიმის კონიაკის ქარხანაში ოსტატად; ობჩის ღვინის ქარხანაში ოსტატად; ვანის ღვინის ქარხანაში ოსტატად, მეღვინედ; მაიაკოვსკის ქარხსამმართველოს წითელი ხევის ღვინის ქარხანაში ოსტატ-მეღვინედ, უფროს ოსტატად; ვარციხის ღვინის ქარხანაში ოსტატად, წარმოების უფროსად, 1992 წლიდან დირექტორად.

   1998 წელს ჯემალ საყვარელიძე გარდაიცვალა.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 194 გვ.