The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



შალვა სარუხანაშვილი

შალვა სარუხანაშვილი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1992  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   შალვა სარუხანაშვილი დაიბადა 1908 წელს ქ. თბილისში.

   1926 წელს დაამთავრა სოფელ კულაშის ცხრაწლიანი შრომის სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1931 წელს. იმავე წელს დაიწყო მუშაობა "სამტრესტი"–ს ღვინის მესამე ქარხანაში მეღვინე-ტექნოლოგად. შემდეგ, 1933 წლიდან 1983 წლამდე იმუშავა: არციხის ღვინის ქარხანაში მეღვინე-შამპანისტად; ქუთაისის ღვინის ქარხანაში შამპანისტად; მუხრანის საბჭოთა მეურნეობაში დირექტორის მოადგილედ და უფროს მეღვინედ; ავჭალის მშენებარე შამპანურის ღვინოების ქარხანაში, ბოთლური მეთოდით ღვინის შამპანიზაციის საამქროს უფროსად; მეღვინეობის ინსპექტურის ტექნოლოგიური ლაბორატორიის გამგედ.

    ითვლებოდა ბოთლური მეთოდით ღვინის შამპანიზაციის წამყვან სპეციალისტად.

    1964 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

    1992 წელს შალვა სარუხიშვილი გარდაიცვალა.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 111 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება