The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მიხეილ ვარდანაშვილი

მიხეილ ვარდანაშვილი
დაბადების თარიღი:1919
გარდაცვ. თარიღი:1988  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    მიხეილ ვარდანაშვილი დაიბადა 1919 წელს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში, სადაც მიიღო შვიდი კლასის განათლება. სწავლა განაგრძო თბილისის საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მეღვინე-ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

     მ. ვარდანაშვილმა იმუშავა კარდენახის, ორჯონიკიძის, მუკუზანის, ზეგანის ღვინის ქარხნებში მეღვინედ და, პენსიაზე გასვლამდე, სოფელ შრომის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ.

     ბატონ მიხეილს იღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები - შრომის წითელი დროშის ორდენი და მედლები.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 149 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედლები
  • შრომის წითელი დროშის ორდენი