The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ნოდარ მაჭავარიანი

ნოდარ მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:1920
გარდაცვ. თარიღი:1990  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ნოდარ მაჭავარიანი დაიბადა 1920 წელს ქ. თბილისში.

    1946 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და, 1989 წლამდე, იმუშავა ღვინის ქარხანაში მეღვინედ; საქართველოს მებაღეობის, მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ღვინის ქარხანას.

    1952 წელს დაამთავრა მეხილეობა-მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 

    გამოქვეყნებული ჰქონდა მეცნიერული შრომები მეღვინეობის საკითხებზედაჯილდოებული იყო სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მედლებით.

    ნოდარ მაჭავარიანი გარდაიცვალა 1990 წელს.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 150 გვ.

 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მედლები