The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დავით დადიანი

დავით დადიანი
დაბადების თარიღი:1921
გარდაცვ. თარიღი:1987  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   დავით დადიანი დაიბადა 1921 წელს ქ. თბილისში.

   1943 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და 1962 წლამდე მუშაობდა ყვარელში, ქარელში, ტყვიავის მანქანა-ტრაქტორთა სადგურის მთავარ აგრონომად, დირექტორად; გორის სამტრესტის ქარხანათსამმართველოს დირექტორად, კოლმეურნეობისა და საბჭოთა მეურნეობების საწარმოო სამმართველოს უფროსად. 1961 წლიდან 1987 წლამდე, დ. დადიანი მუშაობდა გორის ღვინის ქარხნის დირექტორად. მას მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

    ბატონი დავითი გარდაიცვალა 1987 წელს. 

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 152 გვ.