შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
მერაბ ზაუტაშვილი![]()
ბიოგრაფიამერაბ ზაუტაშვილი დაიბადა 1922 წელს, ქ. თბილისში, ცნობილი აგრონომ-მევენახე ილია ზაუტაშვილის ოჯახში. 1941 წელს დაამთავრა ქ. თბილისის I საშუალო სკოლა და 1942 წელს ჩაირიცხა ბაქოს საზენიტო არტილერიის სასწავლებელში, რომელიც 1943 წელს დაამთავრა. 1941 წლიდან საბჭოთა არმიის რიგებშია. მიღებული ჰქონდა გვარდიის კაპიტნის წოდება, 1948 წელს იყო დემობილიზებული. იმავე წელს ჩააბარა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც 1953 წელს დაამთავრა. მ. ზაუტაშვილმა, ინსტიტუტის დამთავრებიდან 1989 წლამდე, იმუშავა "სამტრესტი"–ს საწარმოო კომბინატში საამქროს უფროსად; მთავარ ინჟინრად; მმართველის მოადგილედ და თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორის მოადგილედ. იგი იყო ავტორი 20 გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომის, 3 მონოგრაფიის, 30 გამოგონებისა და ახალი მარკის ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების. ბატონი მერაბი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში უძღვებოდა "მეღვინეობის ნარჩენი პროდუქტების" შესახებ კურსს და კითხულობდა ლექციებს. ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა მეღვინეობის დარგის გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა შემოქმედებით კომპლექსურ ბრიგადას. იყო მევენახეობა-მეღვინეობის სახალხო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და პირველი პრეზიდენტი. მ. ზაუტაშვილს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული გამომგონებლის წოდება. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ომისა და შრომის ვეტერანი. იგი დაჯილდოებული იყო სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის და ოქროს მედლებით. მიღებული ჰქონდა მთავრობის საბრძოლო და შრომითი ჯილდოები. ბატონი მერაბი გარდაიცვალა 1992 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 154 გვ.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |