The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



შოთა ყუბანეიშვილი

შოთა ყუბანეიშვილი
დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:1986  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    შოთა ყუბანეიშვილი დაიბადა 1922 წელს ვანის რაიონის სოფელ შუმათში.

    1947 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის პროდუქტთა გადამუშავების სპეციალობით და მუშაობა დაიწყო ჯერ სოხუმის ღვინის ქარხანაში მეღვინედ, შემდეგ ყულარის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ, დირექტორად და ალგეთის  ღვინის ქარხანაში დირექტორად.

     1971 წელს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

    შოთა ყუბანეიშვილი გარდაიცვალა 1986 წელს.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 159 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება