The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ოთარ ბაღაშვილი

ოთარ ბაღაშვილი
დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:1998  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ოთარ ბაღაშვილი დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში, 1924 წელს.

   იგი სწავლობდა ბაკურციხის სასოფლო - სამეურნეო ტექნიკუმში. 1953 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

   1942 - 1946 წლებში საბჭოთა არმიის რიგებშია.

    ო. ბაღაშვილი მუშაობდა:გურჯაანის ღვინის ქარხანაში ქიმიკოსად (1946 - 1954); ბადიაურის ღვინის ქარხანაში ლაბორატორიის გამგედ (1954 -1955), ინჟინერ - ტექნოლოგად (1955 - 1961), ქარხნის დირექტორად (1961 - 1962); საგაარეჯოს სამტრესტის ქარხანსამმართველოს დირექტორად (1962 - 1969); ხაშმის ღვინის ქარხნის უფროს მეღვინედ (1969 - 1971); მანავის ღვინის ქარხნის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად (1971 - 1973); წარმოების უფროსად (1973 - 1980); ბადიაურის ღვინის ქარხნის წარმოების გამგედ (1980 - 1983); საგარეჯოს აგრო სამრეწველო გაერთიანებაში წამყვან სპეციალისტად (1988 - 1998). 

     ბატონ ოთარი გარდაიცვალა 1998 წელს. 

     წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 161 გვ.