შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
გივი კასიანეს ძე მიქაშავიძე![]()
ბიოგრაფიაგივი კასიანეს ძე მიქაშავიძე დაიბადა 1924 წელს თბილისში. 1942 წელს დაამთავრა თბილისის I რკინიგზის საშუალო სკოლა ოქროს მედალზე და სწავლა განაგრძო თბილისის საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1944 წელს. 1950 წელს ამთავრებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტს ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ტექნოლოგად თბილისის თამბაქოს ფაბრიკაში, ხოლო 1952 წლიდან "სამტრესტი"–ს სისტემაში მეღვინედ, უფროს მეღვინედ, მთავარ მეღვინედ, მთავარ ინჟინრად; ქ. სამარის "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხნის დირექტორად. 1971 წლიდან მუშაობას აგრძელებს ქ. როსტოვის "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხნის დირექტორის თანამდებობაზე, სადაც ოცი წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა ქარხნის საქმიანობას. მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება და მიღებული მთავრობის ჯილდოები. გივი მიქაშავიძე გარდაიცვალა 1991 წელს. წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 347 გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |